N11 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა
N11 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ინიციატივით მსჯავრდებულებს შორის სპორტული შეჯიბრი გაიმართა. პროექტის - "სპორტი ბარიერების გარეშე" - ფარგლებში მსჯავრდებულებმა ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ჭადრაკის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა.

"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებსა და დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადესცა. საჩუქრებს შორის იყო ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები, მაისურები, ბანდმინტონისა და მაგიდის ტენისის ბურთები და ჩოგნები, ასევე ჭადრაკის დაფები და სხვა სახის სპორტული აქსესუარები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა და საჩუქრად სპორტული ინვენტარიც გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" მადლობა გადაუხადა საჩუქრებისთის და იმედი გამოთქვა, რომ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსმა, გიგა გაბელაიამ პროექტის - "სპორტი ბარიერების გარეშე" - მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სპორტული აქტივობები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.
ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456