პარა ფრენბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
N16 პენიტენციურ დაწესებულებას 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარა ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე მებრძოლებისგან დაკომპლექტებულ ეროვნულ ნაკრებსა და მსჯავრდებულებს შორის მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა.

მატჩის დაწყებამდე შეხვედრაზე ომის დროს დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

შეხვედრის დასასრულს პარა ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს ბურთები და მაისურები გადასცეს საჩუქრად. საჩუქარი პარა ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაწესებულების ხელმძღვანელობისგანაც მიიღო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ლეილა აფციაური: "დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას პარა ფრენბურთელები ესტუმრნენ. ისინი სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი მებრძოლები არიან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ მობრძანებისა და იმ ყურადღებისთვის, რაც მსჯავრდებულების მიმართ გამოიჩინეს".

შეხვედრაზე საქართველოს პარა ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა შალვა თევზაძემ მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მსგავსი ღონისძიებების მომავალშიც გაგრძელდეს.

სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ხორციელდება, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

ღონისძება საქართველოს პარა ფრენბურთის ერევნული ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456