ახალი ამბები
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
02.10.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
25.09.2017
ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია და გურიის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
23.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩსა და ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტრენინგი “პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტრენინგი “პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო
22.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი "პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა" დაიწყო. ტრენინგი უწყების სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში 2" ფარგლებში ტარდება.
კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
15.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრ იოკო კამიკავას შეხვდა.
შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასვეე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა.
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1