N12 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში მსჯავრდებულთათვის პოეზიის საღამო გაიმართა.

პროექტის მონაწილეებმა ბაღათერ არაბულმა, ბათუ დანელიამ და მარიამ ძიძიგურმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. სტუმრები ასევე მსჯავრდებულებს პროექტ "ცოცხალი წიგნების" შესახებ ესაუბრნენ და მათ სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

ღონისძიებაზე სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას როგორც საავტორო, ასევე სხვადასხვა მწერლების წიგნები და ჟურნალები გადასცეს.

პროექტის კოორდინატორის მარიამ წიკლაურის თქმით, პროექტ "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში არაერთი შეხვედრა გაიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი განცხადებით მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მსჯავრდებულებმა მეტი გაიგონ თანამედროვე ლიტერატურის შესახებ.

პროექტი "ცოხალი წიგნები" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

მსგავსი ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.
ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« აპრილი  »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123