N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკნა N5 ქალთა დაწესებულებას ესტუმრა. ლალი მოროშკინამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარესთან ერთად დაწესებულებაში მყოფ სამ წლამდე ბავშვებს, მათ დედებს და ფეხმძიმე მსჯავრდებულებს დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მსჯავრდებულებისა და დაწესებულებაში მყოფი ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა.

„ტრადიციისამებრ მოვედით დღეს, რათა აქ მყოფ ქალ მსჯავრდებულებსა და მათ შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მივულოცოთ. კარგად მახსოვს ის უბედურება, რაც აქ წლების წინ ხდებოდა, თუმცა როდესაც მე ვმუშაობდი ამ სისტემაში და შემდეგაც ნელ-ნელა შევძელით და სასჯელაღსრულების სისტემა მართლაც ევროპული დონის გახდა. დაწესებულების დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალ მსჯავრდებულებს კარგი პირობები შეუქმნას. ის, რასაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აკეთებს, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ ციხეებსაც შეშურდებათ.

N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა სტუმრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი სტუმრობები მნიშვნელოვანია.

„მართლაც მნიშნველოვანია ასეთი ღონისძიებები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამიტომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ ქალი მსჯავრდებულების მიმართ. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს. დღეს სტუმრების მოსვლის შესახებ მსჯავრდებულებმა არაფერი იცოდნენ, ეს მათთვის სიურპრიზი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ლალი მოროშკინას ორგანიზაციას,“- განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.

ლალი მოროშკინამ ორგანიზაციის წევრთან ერთად დაწესებულების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნო.
ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345