ახალი ამბები
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმდეს
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმდეს
21.07.2016
"პატიმრობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, "პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი" დამტკიცდა.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო
12.07.2016
"პატიმრობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც უკვე ამოქმედდა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო.
პროექტის პრეზენტაცია დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" გამართა. მან საზოგადოებას პროექტის მიზნები გააცნო და მის ფარგლებში შექმნილი ახალი ვებგვერდი - www.online.moc.gov.ge წარუდგინა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების შეძენა მსურველს პირდაპირ ვებგვერდიდან, ონლაინ შეეძლება.
N16 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა
N16 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა
04.07.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მაგიდის ჩობურთში მსჯავრდებულებს შორის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და ფედერაციის წევრები ესწრებოდნენ.
აბიტურიენტი მსჯავრდებულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაასაჩუქრა
აბიტურიენტი მსჯავრდებულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაასაჩუქრა
02.07.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაასაჩუქრა. აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ილია მეორემ საჩუქრად წიგნები და პირადი მოხმარების ნივთები გაუგზავნა.
ევროპის საბჭოს შუალედურ ანგარიშში ციხის ჯანდაცვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულება პოზიტიურად არის შეფასებული
ევროპის საბჭოს შუალედურ ანგარიშში ციხის ჯანდაცვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულება პოზიტიურად არის შეფასებული
01.07.2016
ევროპის საბჭოს შუალედურ ანგარიშში ციხის ჯანდაცვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულება პოზიტიურად არის შეფასებული. ანგარიშის პრეზენტაციაში, რომელიც დღეს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების მოადგილემ შტეფან შტორკმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა და დარგის ექსპერტებმა.
კალენდარი
«« აპრილი  »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123