ახალი ამბები
კახა კახიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა
კახა კახიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა
01.07.2016
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის მრავალწლიანი ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც მმართველობის სფეროში, ასევე, კონკრეტული დარგების მიხედვით.
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
28.06.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი "იკაროსი", აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება.
კალენდარი
«« აპრილი  »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123