20.10.2017
"საქართველო -სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მე-2 ფორუმის"
ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა
სომხეთის იუსტიციის მინისტრს დავით არუთინიანს უმასპინძლა.
20.10.2017
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველო-სომხეთის
სამართლებრივი თანამშრომლობის მეორე ფორუმი გაიმართა.
02.10.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის
პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას
შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი
დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები
გადაეცემათ.
25.09.2017
ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის
სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე
სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად
მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია და
გურიის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის
იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩსა და ლატვიის აღმასრულებელი,
საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან
შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.