22.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური
დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი "პენიტენციური
დაწესებულების ეფექტიანი მართვა" დაიწყო. ტრენინგი უწყების სასწავლო
ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი
პროექტის - "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და
დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში 2" ფარგლებში ტარდება.
15.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ტოკიოში
იაპონიის იუსტიციის მინისტრ იოკო კამიკავას შეხვდა.
შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში
განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასვეე ორ ქვეყანას შორის
სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება
წარმოადგენდა.
13.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, Hilfswerk Austria
International-ს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია
„თანხმობასა“ და ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში
ხელი მოეწერა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ.“
12.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ
დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა.
დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო,
რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
11.09.2017
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა
კახიშვილის ხელმძღვანელობით, უწყების დელეგაცია, აშშ-ის ნარკოტიკებთან
ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL)
მხარდაჭერით, პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს.
კონგრესი 9-15 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს.