03.05.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და
კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორ
მაიკლ მაკმენსა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
დელეგაციას უმასპინძლა.
03.05.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულებას მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის
წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან მინი ტურნირი
გამართეს.
02.05.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესა და კომიტეტის წევრ დეპუტატებთან
ერთად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა.
27.04.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების
მემორანდუმი გაფორმდა.
26.04.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელშეწყობით, მსჯავრდებულების
ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსით შემოსავლების სამსახურის
წარმომადგენლებმა N5, N7, N8, N15, N16 და N17 პენიტენციურ
დაწესებულებებში 26 მსჯავრდებული დაარეგისტრირეს. გასულ წელს პირველ
ეტაპზე კი, მიკრო ბიზნესის სტატუსით 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა
დარეგისტრირდა.