12.04.2017
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის
სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე
რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების
წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პენიტენციურ
სისტემაში განხორციელებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი
შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრს იწვევენ.
04.04.2017
"აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმით. იმით, თუ
რამდენი რამის მიღწევა შეძელით ასეთი მოკლე დროის განმავლობაში" , -
ამ სიტყვებით დაიწყო საპასუხო მონოლოგი ინდონეზიის რესპუბლიკის
იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა იასონა ლაოლიმ,
რომელიც წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით
იმყოფება.
31.03.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის
შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას
უხდის.
21.03.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სოციალურ მუშაკთა
საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის
ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მთავრობის, ადგილობრივი და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხაზი
გაესვა სოციალურ მუშაკთა უმნიშვნელოვანეს როლს პენიტენციური და
პრობაციის სისტემების წარმატებით საქმიანობაში.
21.03.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ
მღებრიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში "პატიმრობის ალტერნატიული
სასჯელები და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა პენიტენციურ
დაწესებულებებში" მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ევროპის საბჭოს
პომპიდუ ჯგუფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს
მიერ ერთობლივად ტარდება.