ახალი ამბები
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
30.12.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიგი ადამაშვილმა და ლიკა თუთისანმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართული და უცხოური ჰიტები შეუსრულეს.
N5 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ ნანა მესხის კონცერტი გაიმართა
N5 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ ნანა მესხის კონცერტი გაიმართა
25.12.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის, წინასაახალწლოდ, კომპოზიტორისა და შემსრულებლის ნანა მესხის კონცერტი - "ფარვანა" გაიმართა. კომპოზიტორთან ერთად, კონცერტში "თბილისური კვარტეტი", მომღერალი გიორგი მეფისაშვილი, მსახიობები თამარ მაყაშვილი და ჯანო იზორია მონაწილეობდნენ.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
24.12.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებმა ხეზე კვეთის კურსი დაასრულეს.
N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ტაძარი აკურთხა
N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ტაძარი აკურთხა
16.12.2016
ქსნის N 15 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესტუმრნენ. ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
14.12.2016
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ "სავსე გულით" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა მოაწერეს.
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456