ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის/ნაკეთობის შეძენა
ნივთის /ნაკეთობის შეძენის წესი

ნივთის/ნაკეთობის შესაძენად არსებობს ორი ალტერნატივა:

1. მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე თანხის შეტანა (ნაკეთობის შემთხვევაში)

„კატალოგის“ ველში განთავსებულია ნივთებისა და ნაკეთობების ფოტოსურათები. იმ ნივთის/ნაკეთობის ფოტოსურათის ქვეშ, რომელიც გაყიდული არ არის, ანუ რომლის ყიდვაც შესაძლებელია, გაკეთებულია წარწერა „ყიდვა“. ნივთის შეძენით დაინტერესებულმა პირმა უნდა დააჭიროს სასურველი ნაკეთობის ფოტოს და დაიმახსოვროს ნაკეთობის უნიკალური კოდი, რომელიც შედგება 7 ციფრისგან (შუაში ტირით). ამის შემდგომ უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე - 275 22 64. სამინისტროს წარმომადგენელი მყიდველს მიაწვდის ინფორმაციას ნივთის შეძენის, ადგილსამყოფელის და მიწოდების პირობების შესახებ, ასევე უნიკალური კოდის მიხედვით გადასცემს/გადაუგზავნის  ნაკეთობის ინვოისს. ინვოისს აქვს 3 დღის ვადა.

საფასურის გადახდა  შესაძლებელია  როგორც ლიბერთი ბანკში, ოპერატორთან, ასევე  ინტერნეტ ბანკინგით, პირის საბანკო ანგარიშის ნომერზე თანხის გადარიცხვით.

მყიდველმა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მის. სანდრო ეულის ქ. N3) მყისიერად უნდა წარმოადგინოს ნივთის უნიკალური კოდის მიხედვით საფასურის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც მიღება-ჩაბარების აქტით მიიღებს შეძენილ ნივთს.

ყურადღება: ინვოისის 3 დღეზე მეტი ვადით გამოყენების ან თანხის გადახდის დოკუმენტის მყისიერად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამინისტრო არ იღებს ვალდებულებას, რომ ნაკეთობა არ გასხვისდება სხვა პირზე.

გთხოვთ, ვადაგასული ინვოისის შემთხვევაში მოითხოვოთ ახალი ინვოისი, ასევე თანხის გადახდის დოკუმენტის მყისიერად წარმოუდგენლობის შემთხვევაში დარეკოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე და სამინისტროს წარმომადგენელს აცნობოთ თანხის გადახდის და ნაკეთობის გატანის თარიღის შესახებ.


2. ელექტრონული გადახდა (დროებით შეჩერებულია ტექნიკური ხარვეზის გამო)

„კატალოგის“ ველში განთავსებულია ნივთებისა და ნაკეთობების ფოტოსურათები. იმ ნივთის/ნაკეთობის ფოტოსურათის ქვეშ, რომელიც გაყიდული არ არის, ანუ რომლის ყიდვაც შესაძლებელია, გაკეთებულია წარწერა „ყიდვა“. ნივთის შეძენით დაინტერესებულმა პირმა უნდა დააჭიროს ღილაკს „ყიდვა“ და საინფორმაციო ველში შეიყვანოს შესაბამისი ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი). ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, მყიდველს შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს ნივთის საფასური შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ მყიდველმა უნდა ამობეჭდოს მის მიერ შესრულებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

ყურადღება: თანხის გადახდის შემდეგ, მისი უკან დაბრუნება არ მოხდება.
ნივთის შეძენამდე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისი ნახვა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (სანდრო ეულის N3), ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (გლდანი, ხიზანიშვილის N260). ნივთის ადგილსამყოფელი მითითებულია შესაბამისი ნივთის საინფორმაციო ველში.
ნივთის /ნაკეთობის მიღების წესი
ონლაინ მაღაზიის საიტზე ელექტრონულად ნივთის შეძენის შემდეგ, ნივთის მყიდველი უნდა დაუკავშირდეს სამინისტროს წარმომადგენელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
სამინისტროს წარმომადგენელი მყიდველს მიაწვდის ინფორმაციას ნივთის ადგილსამყოფელის და მიწოდების პირობების შესახებ. ამის შემდეგ, მყიდველმა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მის. სანდრო ეულის ქ. N3) ან შესაბამისი ნივთის შეძენისას - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (მის. გლდანი, ხიზანიშვილის N260) უნდა წარმოადგინოს ნივთის უნიკალური კოდისა და საფასურის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც მიღება-ჩაბარების აქტით მიიღებს შეძენილ ნივთს.

ნივთის მიღების ადგილი ონლაინ მაღაზიის მომსახურება არ მოიცავს ნივთის ტრანსპორტირების სერვისს. მყიდველმა თავად უნდა წაიღოს ნივთი/ნაკეთობა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან, ან შესაბამის შემთხვევაში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან.
ნივთის მიღების ადგილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ნივთი შეიძინა მყიდველმა.
ის ნივთები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ არის წარმოებული (მაგ. ხატი, ფსკვნილი ან სხვა საეკლესიო ნაკეთობა, ნახატი, ნაქარგი, შეკერილი ან ნაქსოვი, ტყავისგან გაკეთებული ნივთი, გობელინი, თექაზე შესრულებული ნამუშევრები, სამკაულები, ბისერებით გაკეთებული ნივთები, მინანქრისა და თიხის ნაკეთობები, ქვისა და ხის მხატვრული ნამუშევრები, დურგლის მიერ შესრულებული ისეთი ნივთები, რომლის ტრანსპორტირება არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პურის გულით შესრულებული ნამუშევრები), განთავსებულია სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც მდებარეაობს ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N3-ში.
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების მიღება, რომლებიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში მზადდება (მაგ. ავეჯი, ეზოს ინვენტარი, გრძელი სკამი) განთავსებულია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს გლდანში,, ხიზანიშვილის N260.

შენიშვნა 1:
ზოგიერთი ნივთი, თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია არ იყოს მზა პროდუქტის სახით და მისი დამზადება საჭიროებდეს გარკვეულ დროს (მაგ. ავეჯი, ეზოს ინვენტარი). ასეთი ნივთის დამზადება მოხდება მყიდველის მიერ თანხის ჩარიცხვიდან დღის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე დამატებით ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ნომერზე 275 22 64
ბეჭდვა ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google